ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებული წარწერა „მე მიყვარს ზუგდიდი“ , რომელიც რამდენიმე დღის წინ დააზიანეს, აღდგენილია.
ინფორმაცია და ფოტო, ა(ა)იპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა" გაავრცელა.
"ა(ა)იპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა „მე მიყვარს ზუგდიდის" დაზიანებული კონსტრუქცია აღადგინა. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ ქალაქის იერსახეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
20 ივლისს, ზუგდიდელმა ფოტოგრაფმა ლევან გაბეჩავამ
გააზიარა დაზიანებული სტენდის ფოტოები, მათზე ჩანს წითელი მარკერით გადახაზული და გაკაწრული ინსტალაცია.
პუბლიკაციას სოციალური ქსელის მომხმარებლების უკმაყოფილო კომენტარები მოჰყვა. მოქალაქეები გმობენ ვანდალიზმის ფაქტს.
2019 წელს დადგმული მანათობელი სტენდი მანამდეც
დაზიანდა რამდენჯერმე და შემდგომ ისევ აღადგინეს.
მასალის გამოყენების პირობები