კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
"კავკასიის ბარომერტი" 2024
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 70 % უჭერს.
კითხვას — "რამდენად უჭერთ მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში?" — ჯამში 70% პასუხობს დადებითად (48% "სრულად ვუჭერ მხარს", უფრო ვუჭერ მხარს ვიდრე არ ვუჭერ 22%").
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები ყოველწლიურად იზრდება.
CRRC საქართველომ კვლევა 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე ჩაატარა.
ორგანიზაციის ცნობით, 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა.მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.
მასალის გამოყენების პირობები