ახალი ამბები
ზუგდიდის მთავარი შადრევნის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული შადრევნის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 14 000 ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას ითვალისწინებდა, არ შედგა. ამის შესახებ ელექტრონული შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ. 

რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში განუმარტეს, რომ შესყიდვაში მონაწილეობა არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო და ადგილობრივი ხელისუფლება ტენდერის ხელახლა გამოცხადებას გეგმავს. 

შეგახსენებთ, ტენდერის მიხედვით, შადრევანი მწყობრიდანაა გამოსული, ვიზუალურად შელახულია და გარემო-კომპლექსთან შეუფერებელია, რის გამოც ადგილობრივმა მერიამ 13 ივლისს მისი დემონტაჟი გადაწყვიტა.

შადრევანი, რომელიც 2005-2007 წლებში განთავსდა ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე, რამდენიმე თვე არ ფუნქციონირებდა. მიმდინარე წლის ივლისში, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ის მუნიციპალიტეტს ძირითადი, განუსხვისებელი ქონების სახით გადაეცა. 


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანი აიღეს (ფოტო)

ქალაქის მთავარი შადრევნის სარეკონსტრუქციო დოკუმენტაციის შედგენისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი გამოიყო


ზუგდიდის მთავარი შადრევანი, რომელიც რამდენიმე თვეა გამორთულია, მუნიციპალიტეტს ძირითადი ქონების სახით გადაეცა

მერიაში არ ამბობენ, რამდენ ხანს იქნება გაუმართავი შადრევანი მთავარ მოედანზე

ზუგდიდში ე.წ. „მოცეკვავე შადრევანის“ დიზაინი შეიცვლება (ვიდეო)




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.