გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, ხოლო შემდეგ გამოიდარებს. 26-დან 27 ივლისამდე კი კვლავ წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.
მესტიაში 25-26 ივლისს, წვიმიანი ამინდის ფონზე, ტემპერატურა +26, +28 გრადუსს გაუტოლდება, 27 ივლისიდან კი მის შემცირებას პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები