ახალი ამბები
ზუგდიდის UEFA-ს სტანდარტების სტადიონს კომპანია "სფრინგ კონსტრაქშენი" 16 137 000 ლარად ააშენებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "უეფას" მესამე კატეგორიის სტადიონს შპს "სფრინგ კონსტრაქშენი" ააშენებს. სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტენდერში აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა, ხელშეკრულება კი 23 ივლისს გაფორმდა.

ტენდერში ასევე მონაწილეობდა მეორე პრეტენდენტი "ბრიტანია ქონსთრაქშენი", რომელმაც შემსყიდველს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 16 300 000 ლარი შესთავაზა; ფონდმა კი მოიწონა პირველი კომპანიის, "სფრინგ კონსტრაქშენის" მიერ დასახელებული თანხა - 16 137 000 ლარი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია 2028 წლის 31 მაისის ჩათვლით.

შეგახსენებთ, გამარჯვებულმა კომპანიამ 2020 წელს რუხის, 2021 წელს კი ფოთის საფეხბურთო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები შეასრულა.

ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2017 წელს დაანონსდა. UEFA-ს სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, მისი ექსპლუატაცია 2020 წლამდე გადაიდო, თუმცა ამ დროშიც ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, სტადიონზე მწყობრიდანაა გამოსული ტრიბუნის პირველი ნაკვეთურის რკინაბეტონის კარკასი, გამაგრებითი სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია, რიგელებში ახალი ბზარები შეინიშნება, შიგნითა სივრცეები დანესტიანებულია.

მისი რეკონსტრუქციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 31 მაისს, 16 300 000 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

ფოტო/ვიზუალიზაცია: შპს "კარკასი"


ამავე თემაზე:

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის კომპანიის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის სტადიონის შენებას 9 წელი, 2 ტენდერი და 14 მლნ დასჭირდა, დასასრულებლად კიდევ 16 მლნ გამოიყო - ფლანგვის დეტექტორი

ზუგდიდის სტადიონის UEFA-ს სტანდარტებით აშენებისთვის კიდევ 16.3 მილიონი ლარი დაიხარჯება (ფოტო)

ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი, რომლის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ გახსნილა - ფლანგვის დეტექტორი (ფოტო)

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებისა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობის საკითხები უნდა გამოიძიონ - TI


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
16 / მაისი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
16 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.