სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ლეძაძამის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ტეხურზე, სოფელ კვაუთთან
დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. შესყიდვის ღირებულება 1 672 368 ლარია. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოცხადდა.
სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდება "სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის" გამოყოფილი თანხიდან.
დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს: საპროექტო ხიდთან მისასვლელ გზაზე არსებული ხეების მოჭრას, მდინარის კალაპოტის გაჭრას, სანაპირო ბურჯის მშენებლობას, გზის მოპირკეთებას და აშ.
2018 წელს სამეგრელოში სტიქიის შედეგად, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. ამ დროიდან მდინარე ტეხურზე დროებითი ხიდია განთავსებული.
ამავე თემაზე:
ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი მოეწყო
სენაკში სტიქიის დროს დაზიანებული საავტომობილოს ნაცვლად დროებითი ხიდი მოეწყობა
მასალის გამოყენების პირობები