რეგიონი
მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, მაშველები ორ დაკარგულ ადამიანს ეძებენ
სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაკარგულ ახალგაზრდებს გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს მეხუთე დღეა ეძებენ. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ დაკრგულულის ოჯახის ახლობელმა ანა წერედიანმა გაავრცელა.

როგორც ის მის მიერ გამოქვეყნებულ ,,პოსტში'' აღნიშნავს, ამ დრომდე სამაშველო ვერტმფრენი ძებნა-შველის ოპერაციაში არ ჩართულა.

,,თავს ვიკავებდით ამ პოსტისგან - ისევ ახლობლების განერვიულება არ გვინდოდა. მაგრამ… მეხუთე დღეა ბიძაშვილს ეძებენ სვანეთის ტყეებში! მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა. რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი და შესაბამისად აღჭურვილი დრონები აქამდე?! რით ვერ დაიწყო შესაფერისი ძებნა აქამდე?! ხუთი დღეა გასული და რა ვერტმფრენის ასაფრენად საჭირო ბიუროკრატიაზე და საბუთების მზადებაზეა საუბარი. ან რა ნისლია მაინცდამაინც იმ ტყის თავზე ასეთი, როცა მთელი სვანეთი უღრუბლოდაა? ვურეკავ ბრიგადასთან ერთად საძებრად წასულ ჩემს ძმას და მიდასტურებს, რომ მთის იმ მხარეს, სადაც თვითონაა არანაირი ნისლი არაა! ჩალითაც არ ვართ გადახურულები?! ჩასაფრებულის პოზიციიდან მართლა არ ვწერთ (ან სად გვაქვს ამისი თავი). სამწუხაროდ, უძლურის და შეშინებულის პოზიციიდან ვწერთ და ვთხოვთ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას დროულ და ადეკვატურ რეაგირებას !!!!’’, - წერს ანა წერედიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

,,ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა'', - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

მათივე ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
29 / მაისი 2025
ძველ სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები ასხვავებენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, საშინაოსგან. ერთმანეთს უპირისპირებენ საქორწილოსა და სამგლოვიარო სამოსელს. დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქორწილო სამოსზე ,,სამოჭყუდო მუკაქუნალზე“. როგორი ნაჭრისგან იკერებოდა,როგორი ფორმის იყო და ასევე ხაზგასმითაა აღწერილი თავსაბურავი რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო ქორწილის დღეს.
29 / მაისი 2025
ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ მოქალაქეებმა მეგრული ენის დღე აქციით აღნიშნეს. ადგილზე გაშლილია ბანერი წარწერით: „მიგახვამანთ მარგალურ ნინაშ დღას, ფალუა მარგალურ ნინას“
29 / მაისი 2025
გალის რაიონში დააკავეს თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ ავცრელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.