ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.
მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები