ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა და ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო მოძრაობა რამდენიმე საათით
11 ივნისს და
9 ივნისსაც იყო შეზღუდული.
მასალის გამოყენების პირობები