გაგრის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა 27 ივლისს, დღის საათებში, დაბა ცანდრიფშში მოხდა, ერთმანეთს Mazda - ს და Chrysler - ის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხი - რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
"მომხდარის გამომწვევი მიზეზები დგინდება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები