29 ივლისს, მესტიაში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „სვანეთობა 2024“ ჩატარდება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სეტის მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყება ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სვანური ტრადიციული სამზარეულოს კერძები.
როგორს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ფესტივალიზე გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები და დასახელდება მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე.
დღესასწაული დასკვნითი კონცერტით, კომპოზიტორ ნატო გელაშვილისა და ძმები ჭოხონელიძეების მონაწილეობით დასრულდება.
ცნობისთვის, სახალხო დღესასწაული ,,სვანეთობა'' 2014 წლიდან ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები