ახალი ამბები
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საარბიტრაჟო სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია. ისინი საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებულ დეტალებს არ განმარტავენ, რადგან მათი თქმით, ეს კონფიდენციალურია.

"ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის", - წერს კომპანია.

ინფორმაციისთვის, თავდაპირველად, ღრმაწყლოვანი პორტი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა სახელმწიფომ მასთან საინვესტიციო კონტრაქტი დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზით გაწყვიტა. კომპანიის წარმომადგენლები მას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო და მათი თქმით, პროექტის ჩაშლით საქართველომ დაკარგა 2,2 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ეფექტი. ამის შემდეგ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობას და ანაკლიის პროექტში უკვე განხორციელებული ინვესტიციების ანაზღაურებას ეხებოდა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი. 

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 25 ივლისს თქვა, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპი 26 ივლისს დასრულდებოდა და მშენებელი კომპანიასაც სწორედ ამ დღეს გამოავლედნენ. 

ცნობისთვის, მინისტრის განმარტებით, პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდებოდა, რადგან სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ მისგან მიიღო. პარტნიორის შერჩევის ეტაპი კი წარმატებით გაიარა შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამაც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შერჩეული ჩინური კონსორციუმი ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.


ამავე თემაზე:

ჩინეთის ანაკლიაში შემოსვლისას რამდენად დაცული იქნება ქვეყნის უსაფრთხოება, ის ალიანსშია რუსეთთან - მამუკა ხაზარაძე

პორტი ,,ანაკლია’’ არის ერთ - ერთი მსხვილი პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ - ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე: დავას სასამართლოში გავაგრძელებთ

“ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა

ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩი

ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი

ანაკლიის პროექტში პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ დოლარია - პრემიერი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
17 / თებერვალი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ნ.ჯ.
17 / თებერვალი 2025
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ეხმიანება კუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „არჩევნების“ ლეგიტიმურობას.
17 / თებერვალი 2025
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სადღესასწაულო და სამგლოვიარო ღონისძიებებისთვის თაიგულებისა და ყვავილების შესასყიდად 16 385 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
ოდაბადეშ კინოხონი
13 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.