სინოპტიკოსები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ქარს, სეტყვას და ელჭექს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
სააგენტოს ცნობით, აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
უწყების განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საფრთხის დონე მაღალია, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები