მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 705 000 ლარი
გადაეცემა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სენაკის მუნიციპალიტეტს დაფინანსება 500 000 ლარით გაეზარდა და 4 420 000 ლარი გახდა.
შეგახსენებთ, მთავრობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონს 22 462 000 ლარი გამოუყო.
მასალის გამოყენების პირობები