ოჩამჩირის 220 კვ - იანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მეხის დაცემის გამო დაზიანდა, შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქ სოხუმის ნაწილი და აფხაზეთის რამდენიმე რაიონი.
ინფორმაციას „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, სარემონტო ჯგუფმა უკვე დაიწყო ავარიის შედეგების ლიკვიდაცია, რასაც, სავარაუდოდ რამდენიმე საათი დასჭირდება, იუწყება აფხაზური ენერგოკომპანიის პრესსამსახური.
მასალის გამოყენების პირობები