შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.
გარდა ამისა, სტიქიური უბედურების მსხვერპლთა საძიებო სამუშაოებისას, ადგილზე ორი ადამიანი გარდაიცვალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, 2023 წლის 3 აგვისტოს, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, რომელიც 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება „შეუძლებელი იყო“, გაფრთხილების სისტემა კი სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა. ამასთან, სააგენტოს რეკომენდაციით, დაუშვებელია შოვში რაიმე სახის ინფრასტრუქტურის აღდგენა ან ხელახალი მოწყობა, რადგან მსგავსი სტიქიური პროცესების განმეორებას შესაძლოა გამანადგურებელი შედეგები მოჰყვეს.
შოვში ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
კურორტ შოვში მომხდარი სტიქიას გადარჩენილებს შორის არიან სენაკელი გიო ადამია და მისი მცირეწლოვან შვილი. მიმდინარე წლის მარტში, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მას და არც სხვა გადარჩენილებს არ მიუღიათ დაზარალებულის სტატუსი.
ამავე თემაზე:
დაზარალებულად არ მცნეს - შოვის სტიქიას გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია
შოვის სტიქიას გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია - ხელისუფლებისგან ყურადღება არ მიგვიღია
„ოპერაციაში წამიყვანეთ, ოღონდ ვიცოცხლო“, - შოვში გადარჩენილი სენაკელი მამა-შვილის ამბავი (ფოტო/ვიდეო/აუდიო)
ზუგდიდელმა მღვდლებმა შოვში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს
ზუგდიდში შოვის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება
ზუგდიდელი, წალენჯიხელი და მესტიელი მოხალისეები სტიქიის ზონაში და მეოთხე დღე შოვის ტრაგედიიდან (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები