გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 5 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, დღის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსს მიაღწევს.
მათივე ცნობით, სანაპირო რაიონებში ანაკლიასა და ფოთში +31, +33 გრადუსი იქნება.
სააგენტოს განმარტებით, მესტიაში შესაძლოა მოწვიმოს, ტემპერატურა კი +25, +30 გრადუსს გაუტოლდება.
მასალის გამოყენების პირობები