რეგიონი
ვიტალი გუგუჩია პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დაიბარა
მოქალაქე ვიტალი გუგუჩია ბრალის წასაყენებლად ზუგდიდის პროკურატურაში დაიბარეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გუგუჩიას ცოლი, მირანდა ჯობავა ავრცელებს.

მისივე განცხადებით, მის მეუღლეს ბრალი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით წარედგინა.

"თურმე ორი მუხლით უყენებენ ბრალს: ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.კაცს, რომელსაც ცხოვრებაში, ერთი გადაცდომა არ აქვს ჩადენილი, კაცს, რომელსაც უსამართლო ცხოვრებაში არაფერი არათუ გაუკეთებია, არც უფიქრია, დაჭერას უპირებენ?!?! ქოცებო, როგორ ბედავთ, როგორ? არ მესმის!!12 წლის წინ რომ შეხებაც არ ჰქონია, ისეთი 3 კაცის დაჭერას აბრალებენ თან ზეპირად, ამოიღეთ მაგ წყეული არქივიდან საქმეები და გადაამოწმეთ!!!! ესენი ვინ არიან მართლა?!’’, - წერს მირანდა ჯობავა ფეისბუქზე.

მას შემდეგ, რაც 28 მაისს, საკანონმდებლო ორგანომ  „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ერთ ერთმა აქტივისტმა პარლამენტიდან მომავალი დეპუტატების კოლონას აგინა. დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ავტომობილიდან გადმოვიდა, გეგუჩიას და მისი ცოლის მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხალი აიღო და ამ მოქალაქეს ესროლა. 29 მაისს, კი ქართული ოცნების დეპუტატი მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა, თუმცა მეპატრონემ ასე უპასუხა - „ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“.

ფოტო: გირჩი - მეტი თავისუფლება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.