ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ყაჩაღობა მოხდა. ადგილობრივების თქმით, გასულ ღამეს, დაუდგენელი პირები სოფლის
მკვიდრი მამაკაცის სახლში შეიჭრნენ და ის სასტიკად სცემეს. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მათივე ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონი და გარკვეული რაოდენობის თანხა.
შსს-ს პრესსამსახურში რადიო "ათინათს" ყაჩაღობის ფაქტს უდასტურებენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულსხმობს.
მასალის გამოყენების პირობები