რუსი და აფხაზი მეცნიერები კოდორის ხეობის მონახულებას გეგმავენ. ამის შესახებ რუსულ „ტასს“ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა სურამ საქანიამ განუცხადა.
მისი თქმით, რუსულ-აფხაზური ერთობლივი ექსპედიცია მერკულას მიდამოებში, აგვისტოს ბოლოს სრულდება, თუმა მეცნიერებს სურთ „დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, კოდორის ხეობის მიდამოებიც მოიარონ რათა აღრიცხონ, მანამდე დაუფიქსირებული ტაძრები“.
არქეოლოგმა აღნიშნა, რომ წებელდის ტაძრები ცნობილია, მაგრამ ასევე „იქ არის სხვა ტაძარი, რომელიც არ არის ნახსენები ლიტერატურაში“. მისი თქმით, „არსებობს ეჭვები, რომ ეკლესიებია ზოგიერთ ბორცვზეც“.
„გვინდა საკენისკენ, კოდორის ხეობის ბოლომდე, ფეხით გავიაროთ და ჩავწეროთ ყველაფერი, რასაც მოვასრწებთ, რადგან გვაქვს ორი წიგნი – „აღმოსავლეთ აფხაზეთის ტაძრები“ და „დასავლეთ აფხაზეთის ტაძრები“, მესამე კი დაეთმობა აფხაზეთის მთიანი ზონის ტაძრებს“, - აღნიშნა საქანიამ.
მისივე თქმით, 2013 წლის ზაფხულში, სოფელ მერკულაში მიმდინარე ერთობლივ ექსპედიციას, ხელი „შავი არქეოლოგების“ გამო შეეშალა.
„არ ვიცით, ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე ღირებული აღმოჩენები, თუმცა ჩვენ მივაკვლიეთ რამდენიმე საინტერესო ნივთს, კერემიკის, რკინისა და მონეტებისგან“ , - განაცხადა არქეოლოგმა.
კოდორის ხეობის ზემო ნაწილი, აფხაზეთის ერთადერთი კუთხე იყო 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას საქართველოს ხელისუფლებამ მასზე კონტროლი დაკარგა.
მასალის გამოყენების პირობები