რეგიონი
სამეგრელოში შემოსავლების სამსახურს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურებს ახალი ოფისი ექნება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურებს ახალი ოფისი ექნება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება. მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 129 339 ლარია დღგ-ს გათვალისწინებით.

,,შესყიდვის ობიექტის სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 კალენდარული თვე. აღნიშნული შესყიდვის დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს 2024-2025-2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები’’, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

წლების მიხედვით გამოყოფილი დაფინანსება კი ასე ნაწილდება:

2024 წელს შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 2155000ლარს,
2025 წელს შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება - 2770000 ლარს.
2026 წელს შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება - 1204339 ლარს.


მოთხოვნის თანახმათ, პრედენდენტს უნდა გააჩნდეს 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე შენობების მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ასევე ამ პერიოდის განმავლობაში მინიმუმ 9 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები უნდა ჰქონდეს შესრულებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.