შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურის სტატისტიკით, 2024 წლის მეორე კვარტალში სამეგრელოში
ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 77 პირი შემოწმდა.
მონაცემების მიხედვით, მათგან 63-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უწყებაში წარდგენილი და დადებითი შედეგის მონაცემებში, ასაკობრივი კატეგორიით, 25-44 წლის მოქალაქეები სჭარბობენ. ამ ჯგუფში 39 შემოწმებულიდან 33 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა.
45-დან 60 წლის ჩათვლით, ნარკოტესტირება 31-მა ადამიანმა გიარა, 25-მა კი დადებითი შედეგი აჩვენა. 60 წლის ზევით შემოწმებული 7 პირიდან 5-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
ინფორმაციისთვის, იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით, გასული 3 თვის სტატისტიკა გაუმჯობესებულია. 2024 წლის
პირველ კვარტალში რეგიონში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე ტესტირებისთვის 114 პირი წარადგინეს, მათგან 97-ს კი თრობა გამოუვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები