საქართველოს მთავრობამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გზების რეაბილიტაციისთვის არაუმეტეს 15 000 000 ლარი გამოუყო
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული სამუშაოების
შესასყიდად, მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 15 000 000 ლარი გადაეცემა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
ამავე ცნობით, აღნიშნული თანხა ანგარიშზე ოთხ ეტაპად გადაირიცხება.
გადასაცემი თანხა კი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისად.
დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ გზების რეაბილიტაციის პროგრამა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული "მუნიციპალური განვითარების ფონდის" მიერ ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები