საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე 34 წლის ალპინისტის არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები მეორე დღეა გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა.
როგორც რადიო
,,ათინათს’’ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი პერიოდულად ერთვება.
ცნობისთვის,
10 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიის მუნიციპალიტეტში უვნებლად გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები