სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა
სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ექიმები ამბობენ, რომ ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით მსუბუქი.
შსს-ს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები