გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხი გამოიკვლიეს და ზღვიდან აღებული სინჯები
საანალიზოდ ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.
"უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი. კვლევები ყოველთვიურად, 12 წერტილში ხორციელდება; ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია", - განმარტავენ ისინი.
ცნობისთვის, ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
ამავე თემაზე:
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო
მასალის გამოყენების პირობები