საქართველოს მთავრობის განკარგულებით, "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" სამეგრელო-ზემო
სვანეთში რეგიონისთვის არაუმეტეს 69 214 685 ლარია გათვალისწინებული. შესაბამის დოკუმენტს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით, თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:
აბაშა - 5 300 425
ზუგდიდი -11 888 121
მარტვილი - 7 341 025
მესტია - 8 913 976
სენაკი - 8 395 281
ფოთი - 9 509 543
ჩხოროწყუ - 6 198 997
წალენჯიხა - 5 137 971
ხობი - 6 529 346
დოკუმენტის დანართში აღნიშნულია, რომ სამუშაოები როგორც გზების რეაბილიტაციას, ასევე სკვერებისა და მინი სტადიონების მშენებლობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები