საფრანგეთის საელჩოს
ინფორმაციით, სენ სირის პრესტიჯულ ოფიცერთა სკოლაში მესტიელი ნინო ხოჯელანი ისწავლის.
საელჩოს განცხადებით, ნინო მეორე ქართველი ქალი და პირველი სვანია, ვინც აღნიშნულ ოფიცერთა სკოლაში ჩაირიცხა.
,,გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს თავდაცვის აკადემიის იუნკერ ნინო ხოჯელანს სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში მისაღებ კონკურსში მიღწეულ ბრწყინვალე წარმატებას! ნინო მეორე ქართველი ქალი და პირველი სვანია ვინც ამ პრესტიჟულ ოფიცერთა სკოლაში ჩაირიცხა. ჩვენ მას უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მთელი კარიერის მანძილზე’’, - წერს საფრანგეთის საელჩო.
ამავე ინფორმაციით, ნინო საქართველოს თავდაცვის აკადემიის იუნკერია, ის აგვისტოში გაემგზავრება საფრანგეთში სამ წლიანი კურსის გასავლელად.
მასალის გამოყენების პირობები