შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის მეორე კვარტალში (აპრილი, მაისი,
ივნისი) ქალზე ძალადობის 15 შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.
როგორც უწყება განმარტავს, ორ მსხვერპლზე - ფიზიკურად, ცამეტზე კი - ფსიქოლოგიურად იძალადეს.
ამავე ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა, რეგიონის მასშტაბით, 30 პიროვნებაზე 15 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს.
ცნობისთვის,
იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით, გასული სამი თვის სტატისტიკა მკვეთრად გაუარესებულია. შსს-მ 2024 წლის პირველ კვარტალში რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის 7 ფაქტი გამოავლინა.
მასალის გამოყენების პირობები