მომდევნო დღეებში ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს
უახლოეს დღეებში (20-22 აგვისტო) დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს
ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
სინოპტიკოსები განმარტავენ, რომ ცხელი ამინდის ფონზე, ზუგდიდში და მარტვილში ტემპერატურა +36 +38, ანაკლიასა და ფოთში კი - +32, +35 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები