სტიქიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხეები, რამაც გადაადგილების პრობლემა შექმნა. დაზიანებულია გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.
როგორც მოსახლეობა წერს, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის უბნებსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს.
ამ დროისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ეცნობა.
მასალის გამოყენების პირობები