სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ზუგდიდში მოქმედ სამ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 377 
სტუდენტი ჩაირიცხა. მათ შორის 208 -გოგო, 169 - ბიჭი. აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება გასული სამი წლის მონაცემებს. 
საქსტატის ცნობით, ბოლო 4 წელში ჩარიცხულთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:
2020წ - 226
2021წ - 271 
2022წ - 307
2023წ - 377
რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, გასულ წელს პროფესიული სასწავლებელი 151-მა სტუდენტმა დაასრულა. 			
 
			
მასალის გამოყენების პირობები