მესტიის სოფელ ეცერში 287 551 ლარის ღირებულების სპორტ-დარბაზი აშენდება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ეცერში სპორტ-დარბაზის მშენებლობისთვის 287 511 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას
სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას სხვადასხვა სამუშაოების, მათ შორის გარე ფასადის, სანიაღვრე არხებისა და დარბაზის აშენება დაევალება.
მოთხოვნის მიხედვით. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომლის ღირებულებების ჯამი იქნება არანაკლებ 1 725 306 ლარისა.
ტენდერში წინადადებების მიღება 29 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში დაასრულოს მშენებლობა.
მასალის გამოყენების პირობები