საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 აგვისტოს 17 მსჯავრდებული შეიწყალა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.
ადმინისტრაციის ცნობით, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.
მასალის გამოყენების პირობები