ქართველმა ქალებმა პირველად მწვერვალი უშბა დამოუკიდებლად დალაშქრეს
ქართველმა ქალებმა ისტორიაში პირველად დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები,
ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულმა ფედერაციამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.
მათი თქმით, მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები არიან და ისინი მოსამზადებელი შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს.
მასალის გამოყენების პირობები