ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულს კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც რადიო ,,ათინათს'' შსს-ში განუცხადეს, დამნაშავე დაკავებულია, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები