მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ კიშინეუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე "ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის" მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა საბა დანელია. სპორტსმენმა ასევე წარმატებით იასპარეზა უფროსი ასაკის კატეგორიაში, სადაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მერიის ინფორმაციით, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ გიორგი ბუსქანძე (კადეტებში) და მერაბ გვალია (იუნიორებში).
უფროსების კატეგორიაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა დათუნა ჟიშკარიანი.
გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, კობა თუთბერიძემ და მწვრთნელმა გოგა დანელიამ მოამზადეს.
მასალის გამოყენების პირობები