ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება.
ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტის ღირებულება 191 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები