სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთს ადგილობრივი ვიზიტორების 5.7% ეწვია - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისი) საქართველოს რეზიდენტი
ვიზიტორების 5.7%-მა სამეგრელო-ზემო სვანეთში იმოგზაურა. ამ მაჩვენებლით იგი მე-6 ადგილს იკავებს.
ამავე ცნობით, უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნული ვიზიტების მიზანი მეგობრებისა და ნათესავების მონახულება იყო.
სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 136 700 ადგილობრივი დამთვალიერებელი აღირიცხა. მათი რაოდენობა გაზრდილია 6.0%-ით, ხოლო განხორციელებულმა ვიზიტებმა 6.2%-ით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიური პერიოდის რიცხვს.
მასალის გამოყენების პირობები