1-2 სექტემბერს ზუგდიდში ცხელ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში 31 აგვისტომდე ცვალებადი ამინდი იქნება, ხოლო 1-2 სექტემბერს სინოპტიკოსები
სიცხეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს.
ამავე ცნობით, ანაკლიასა და ფოთში 30-31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, მომდევნო დღეებში კი უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +28, +30 გრადუსს გაუტოლდება.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, სააგენტოს განმარტებით, არამდგრადი ამინდის ფონზე, მესტიაში ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები