უკრაინაში ქართველი მებრძოლი 49 წლის ვიქტორ კუპრიტიდი დაიღუპა.
ქართული ლეგიონის ინფორმაციით, ის წარმოშობით აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი იყო.
არსებული ინფორმაციით, ქართველი სამხედროს ცხედარს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ.
კუპრიტიდი 90-იან წლებში აფხაზეთში იბრძოდა, ის ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.
2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 60 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები