ახალი ამბები
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის სოხუმში ჩასვლას სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა
ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის გელა ინალიშვილის სოხუმში სტუმრობას განიხილავდნენ.
სოხუმის ე.წ. „დინამოს“ პრეზიდენტმა, (ოფიციალური კლუბი „დინამო სოხუმი“ ამჟამად საქართველოს რეგიონულ ლიგაში თამაშობს) ასტამურ ადლეიბამ წარუდგინა კლუბის მოთამაშეებს და თქვა, რომ ინალიშვილი კლუბში 1984-1989 წლებში თამაშობდა.

„როდესაც სოხუმის „დინამო“ გამოდიოდა პირველ ლიგაში, ის იყო ამ შემადგენლობაში, იღებდა ყველაზე აქტიურ მონაწილეობას... იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი“, - აღნიშნა ადლეიბამ.

„დინამოსა“ და „ათონს“ შორის ამხანაგური მატჩის წინ ჩვენ მივესალმეთ სტუმარს, ყოფილ მოთამაშეს, სოხუმის „დინამოს“ ვეტერანს, გელა ინალიშვილს. ჩვენ ერთმანეთს გადავეცით საჩუქრები - გელა ინალიშვილმა კლუბს აჩუქა ბურთები, ჩვენ კი მას ვუსახსოვრეთ სოხუმის „დინამოს“ შარფი“, - წერია საფეხბურთო კლუბის ფეისბუკ გვერდზე.

სოხუმში ფეხბურთელებთან ინალიშვილის შეხვედრას აფხაზური ტელეგრამ-არხები ერთი თვის დაგვიანებით გამოეხმაურნენ.

„აფხაზური პორტალი“ წერდა, რომ რომ გელა ინალიშვილი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ასტამურ ადლეიბა შვილი იმ ბორის ადლეიბასი, რომელიც 1978-1989 წლებში საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობას იკავებდა და ხელი მოაწერა ლიხნის მიმართვას.

„ასეთი „თბილი“ შეხვედრის ორგანიზატორებს დაავიწყდათ, რომ გელა ინალიშვილი არა მხოლოდ საბჭოთა „დინამოს“ ფეხბურთელია, არამედ ის საქართველოს ქალთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მწვრთნელია და მანამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში გამოდიოდა , ხოლო 1989 წელს, როდესაც ქართველებმა დაიწყეს აფხაზური სტრუქტურების ნაციონალური ნიშნით გაყოფა, „ქვეყანაში“ არსებითად ორხელისუფლებიანობის დამყარება, გაიყო სოხუმის „დინამო“, საიდანაც ქართველები წავიდნენ. მაშინ გელა ინალიშვილი „დინამოდან“ ქართულ გუნდში, „ცხუმში“, წავიდა. მაგრამ ამის შესახებ შეხვედრაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა“, - წერს ტელეგრამის არხი.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ ინალიშვილს შესვლის ნებართვა დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისცა.

აქვე მითითებულია, რომ გელა ინალიშვილს წარსულში ნათესაური კავშირი ჰქონდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატთან (1991წ.) ვახტანგ ყოლბაიასთან , რომელმაც, თავის მხრივს, ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო სერგეი შამბასთან ერთობლივ გადაცემაში.

„ზოგადად, თამაში მიდის, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, სპორტულია თუ პოლიტიკური“, - აღნიშნავს ერთ- ერთ ტელეგრამ არხი ავრცელებს.

„აქ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი - რატომ იყო აუცილებელი ინალიშვილის აფხაზეთში ჩამოსვლა და ის, რა მიზნით გააცნეს ჩვენს ახალგაზრდებს? ნაკლებად სავარაუდოა, რომ გელა ინალიშვილი მათ გაწვრთნის, ამასთან, ის არც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. და კიდევ, მომავალში ჩვენს „ქვეყანაში“ საქართველოს რომელ მოქალაქეს ჩამოიყვანენ?! ბიზნესმენები უკვე იმყოფებოდნენ; პრეზიდენტის მრჩეველმა ქართველი პოლიტიკოსები ხატთან ერთად ჩამოიყვანა; იმყოფებოდა მომღერალი, ახლა კი - ფეხბურთელი.

სხვა ტელეგრამ არხის ავტორი წერს, რომ აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ თანამოაზრეების ხელით დაიწყო ქართული პროგრამის „ჩართულობა აღიარების გარეშე“ და „მრავალდონიანი მოლაპარაკებების“ შესახებ თავისი კონცეფციის რეალიზაცია. 





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.