აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად ლევან მგალობლიშვილი დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაცია ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ საკუთარ სოციალურ ქსელში
დაადასტურა.
"ბატონო ლევან მგალობლიშვილი, სოხუმის მკვიდრი, ჩვენი თანამემამულე, აფხაზეთელი, წარდგენილი არის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. დაველოდებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მივიღებთ თანხმობას, მერე უკვე გაგრძელდება პროცედურები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული", - აღნიშნა გამახარიამ.
მგალობლიშვილი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი და წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერია.
ცნობისთვის, 4 სექტემბერს,
რუსლან აბაშიძემ, რომელიც აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა, სოციალურ ქსელში თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერა. მას გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არ დაუსახელებია.
მასალის გამოყენების პირობები