რეგიონი
რა პროდუქტების შეძენას გეგმავენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაღებისთვის 73 753 ლარად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღების რძის პროდუქტებით კვებით უზრუნველყოფაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერიდან ხდება ცნობილი.

შესყიდვის ღირებულება 73 753 ლარია დღგ-ს გათვალისწინებით.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის 35 საბავშვო ბაღში.

1 წალენჯიხის N1 საბავშვო ბაღი-- წალენჯიხა თამარ მეფის ქ.N4
2 წალენჯიხის N2 საბავშვო ბაღი-- წალენჯიხა რუსთაველის ქ.N20
3 წალენჯიხის N3 საბავშვო ბაღი-- წალენჯიხა ქიაჩელის ქ.N6
4 წალენჯიხის N4 საბავშვო ბაღი-- წალენჯიხა წმინდა ნინოს ქ.N68
5 წალენჯიხის N5 საბავშვო ბაღი-- წალენჯიხა შანავას ქ.N2
6 წალენჯიხის N6 საბავშვო ბაღი-- წალენჯიხა ზღვაიას დასახლება
7 საჩინოს N1 საბავშვო ბაღი-- საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული
8 საჩინოს N2 საბავშვო ბაღი-- საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული
9 საჩინოს N3 ნაგურუს საბავშვო ბაღი-- საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული
10 ჯგალის N1 საბავშვო ბაღი-- ჯგალის ადმინისტრაციული ერთეული
11 ჯგალის N1 საბავშვო ბაღი-- ჯგალის ადმინისტრაციული ერთეული
12 ობუჯის N1 საბავშვო ბაღი-- ობუჯის ადმინისტრაციული ერთეული
13 ობუჯის N2 სამესხიოს საბავშვო ბაღი-- ობუჯის ადმინისტრაციული ერთეული
14 მედანის საბავშვო ბაღი-- მედანის ადმინისტრაციული ერთეული
15 ლიის N1 საბავშვო ბაღი-- ლიის ადმინისტრაციული ერთეული
16 ლიის N2 პალურის საბავშვო ბაღი-- ლიის ადმინისტრაციული ერთეული
17 ლიის N3 ზედალიის საბავშვო ბაღი-- ლიის ადმინისტრაციული ერთეული
18 ეწერის საბავშვო ბაღი-- სოფელი ეწერი
19 ფახულანის N1 საბავშვო ბაღი-- ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული
20 ფახულანის N2 ჭველეს საბავშვო ბაღი-- ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული
21 ფახულანის N3 წყოუშის საბავშვო ბაღი-- ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული
22 მიქავა–ლეჯილიხეს საბავშვო ბაღი-- მიქავას ადმინისტრაციული ერთეული
23 ნაკიფუს N1 საბავშვო ბაღი-- ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული
24 ნაკიფუს N2 საბავშვო ბაღი-- ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული
25 ჯვარის N1 საბავშვო ბაღი-- ჯვარი საჯაიას ქN12
26 ჯვარის N2 საბავშვო ბაღი-- ჯვარი ქანთარიას ქ.N11
27ჯვარის N3 საბავშვო ბაღი-- ჯვარი ანდრია პირველწოდებულის ქ.N1
28 ჯვარის N4 ცხუმის საბავშვო ბაღი-- ჯვარი სარალიძის ქ.
29 ჯვარის N5 ოჭანეს საბავშვო ბაღი-- ჯვარი ოჭანეს უბანი
30 ჩქვალერის N1 საბავშვო ბაღი-- ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეული
31 ჩქვალერის N2 საბავშვო ბაღი-- ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეული
32 ჭალეს N1 საბავშვო ბაღი-- ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული
33 ჭალეს N2 ეწერფერდის საბავშვო ბაღი-- ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული
34 ჭალეს N3 ფოცხოს საბავშვო ბაღი-- ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული
35 მუჟავას საბავშვო ბაღი-- მუჟავას ადმინისტრაციული ერთეული.


ტენდერის თანახმად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, პერიოდულად განხორციელდება საქონლის ნიმუშის აღება და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმება.

,,სინჯების აღებას დაესწრებიან ხელშეკრულების მხარეები. ლაბორატორიულ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს “გამყიდველი”. ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები, მ.შ ვარგისიანობა..პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შესახებ გამყიდველს ეცნობება წინასწარ წერილობით. ხარვეზის, დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოვლენილი ნაკლის ან ხარვეზის გამოსწორება, რომელიც უნდა გამოსწორდეს არაუგვიანეს მომდევნო დღისა’’,- ვკითხულობთ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია პროდუქტები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად თვეში სამჯერ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს.

ტენდერის პირობების მიხედვით, საქონლის მიწოდებისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არაუმეტეს 1-3 დღისა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.