დღეს, ზუგდიდში, 9 სართულიანი კორპუსის მოპირკეთების პროცესში დაღუპული მუშა თურქეთის მოქალაქეა.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის მოპირკეთების სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „დაგის“ წარმომადგენელმა ონისე ჩაჩუამ უთხრა.
„ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, ექსპერტიზა მოსული იყო, შეამოწმა ყველაფერი, ინსტრუქტაჟი უტარდებოდათ, სხვა ყველაფერი საჭირო ინვენტარი ადგილზე იყო, დანარჩენს დაადგენს გამოძიება“, - გვითხრა მან ინციდენტთან დაკავშირებით.
შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი, დადიანის ქუჩაზე, შენობის ფასადის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში 9 სართულიანი შენობიდან მუშა ჩამოვარდა
მუშა, რომელიც ზუგდიდში, მშენებლობიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
მასალის გამოყენების პირობები