სამოქალაქო მოძრაობა, „აირჩიე ევროპის“ აქტივისტებს მანქანა დაუზიანეს. შემთხვევა დღეს დილით ანაკლიაში მოხდა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი,
ნიკო მანაგაძე ავრცელებს. ის ამბობს, რომ ანაკლიაში წინასაარჩევნოდ მოქალაქეებთან შესახვედრად იმყოფებიან.
,,რეგიონებში ვართ წამოსული სტუდენტური მოძრაობიდან, როგორც იცით, ხალხთან შესახვედრად. ასე გათენდა დილა - რეჟიმის ნაბიჭვრებმა მანქანა გადაგვიღებეს’’, - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკო მანაგაძე.
ცნობისთვის, ახალი სამოქალაქო მოძრაობა ,,აირჩიე ევროპა’’ სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს.
მასალის გამოყენების პირობები