გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
მათივე ცნობით, ზუგდიდსა და მარტვილში 10-11 სექტემბერს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსს გაუტოლდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, სანაპირო რაიონებში, ანაკლიასა და ფოთში ცხელი და უნალექო ამინდია ნაავრაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, სააგენტოს განმარტებით, არამდგრადი ამინდის ფონზე, მესტიაში ტემპერატურა +25, +30 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები