ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს
ინფორმაცია რადიო
,,ათინათს'' შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.
მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიციას გამოუძახა.
მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
საქმეზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.
მასალის გამოყენების პირობები