რეგიონი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს შორის მესტიელი პედაგოგი სოფიო ქუხილავა დასახელდა
მესტიის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისურ ენის მასწავლებელი სოფიო ქუხილავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს შორის დასახელდა.

,,ამ წუთას ძალიან დაბნეული ვარ სიხარულისგან, იმდენად ძლიერი ემოციები გამოიწვია ამ ყველაფერმა. ცხადია, ვინც ათეულში ხვდება, რაღაც მოლოდინი აქვს კიდეც, რომ მოხვდეს ხუთეულში. იმდენად ძლიერი მასწავლებლები იყვნენ ჩემს გვერდით, ყველას ჰქონდა თავისი განსაკუთრებული ნიშა. ამდენად, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხუთეულში, ჩავთვლიდი, რომ ღირსეულად არის ის ხუთეულში, რადგან მე ვარ, ეს ძალიან დიდი სიხარულია და ბედნიერება, არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია,,-  უთხრა რადიო ,,ათინათს'' სოფიო ქუხილავამ.

ფინალისტების ვინაობა დღეს, 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.

ფინალისტებს შორის არიან:

გიორგი ლიპარიშვილი, რომელიც თბილისის მე-6 საავტორო სკოლაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია;

ნათია ნარსავიძე, დმანისის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის;

დიმიტრი პოპოვი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია;

ნათია უჩავა კი თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.


გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება. გამარჯვებული პედაგოგი ფულადი პრიზის სახით 15 000 ლარს მიიღებს საჩუქრად.

ცნობისთის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაწესდა. 



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
30 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
ოდაბადეშ კინოხონი
30 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.