წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სამეურნეო მიწის ნაკვეთები დააზიანა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 9 სექტემბერს, უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე სამეურნეო ნაკვეთი დაზიანდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.
მისივე ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა ქალაქ წალენჯიხაში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ჯგალში, ობუჯში და მიქავაში იყო.
როგორც ის ამბობს, მიყენებულ ზარალს მერიის სპეციალური კომისია დაითვლის.
ფოტო: თამარ ბელქანიას ფეისბუქ გვერდი
მასალის გამოყენების პირობები